საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ექიმები მასთან დაკავშირებით პოლიორგანულ უკმარისობას პროგნოზირებენ.
როგორც გამოცემა წერს, ექსპრეზიდენტთან საავადმყოფოში შესვლაზე უარი უთხრეს, თუმცა სააკაშვილისგან კითხვებზე წერილობითი პასუხი მისი ადვოკატის დახმარებით მიიღეს.
შეკითხვაზე, რამდენად ახლოსაა სიკვდილთან, მესამე პრეზიდენტმა ასე უპასუხა:
„თავდაპირველად, 120 კილოგრამი ვიყავი, ახლა 64 ვარ, თუ 60-ზე ნაკლები გავხდები, ექიმები პოლიორგანულ უკმარისობას პროგნოზირებენ. სულ საწოლში ვარ, ძვლები იშლება და ეს გაუსაძლის ტკივილს იწვევს”.
გამოცემა ასევე ესაუბრა ექსპრეზიდენტის ადვოკატს შალვა ხაჭაპურიძეს, რომელიც აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.
"საშინელი მდგომარეობაა. ის ჰგავს პატიმარს ნაცისტურ გერმანიის საკონცენტრაციო ბანაკში", - ამბობს ხაჭაპურიძე.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press