ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით 1 100-ზე მეტი რუსი ოკუპანტი განადგურდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, უკრაინა არ მისცემს რუსეთს შესაძლებლობას, მოახდინოს უკრაინელების სულიერებით მანიპულირება და სიწმინდეების განადგურება.
„ერთ კვირაზე ნაკლებ დროში, 6 მარტიდან, მხოლოდ ბახმუტის მიმართულებით, განადგურდა 1100-ზე მეტი მტრის ჯარისკაცი - ეს რუსეთისთვის შეუქცევადი დანაკარგებია, დანაკარგები სწორედ იქ, ბახმუტთან ახლოს. გარდა ამისა, განადგურდა მტრის ათობით სამხედრო მანქანა, პლუს რუსული საბრძოლო მასალის ათზე მეტი დამწვარი საცავი.
ამ კვირაში არის მოძრაობა ჩვენი სულიერი დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად. ამას საზოგადოება ხედავს. ვხედავ უკრაინელების თანხმობას ჩვენი ამ ნაბიჯების მიმართ, რომლებიც სრულიად ლეგალურია. ჩვენ გავაგრძელებთ მოძრაობას. ჩვენ არ მივცემთ უფლებას ტერორისტულ სახელმწიფოს, ჰქონდეს რაიმე შესაძლებლობა, მოახდინოს ჩვენი ხალხის სულიერებით მანიპულირება, გაანადგუროს უკრაინული სიწმინდეები“, - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press