სად ნახა ღარიბაშვილმა რიცხვი (100)? - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, 100 ევროპარლამენტარი კორუფციის სკანდალშია გახვეული.
კრამონი სოციალურ ქსელში წერს, რომ სურს იმ წყაროს ნახვა, რაზე დაყრდნობითაც ქვეყნის მთავრობის მეთაურმა აღნიშნული განცხადება გააკეთა.
"საინტერესოა, რომ ამ ევროპარლამენტარების უმეტესობა არის სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფიდან, რომელიც "ქართული ოცნების" პარტნიორი პარტიაა. თუმცა, სად ნახა ღარიბაშვილმა რიცხვი (100)? მან ჩვენზე მეტი იცის. ვისურვებდი წყაროს ნახვას, თუ შეიძლება", - წერს კრამონი Twitter-ზე.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ „ევროპარლამენტმა ჯობია თავის თავს მიხედოს“.
„100 ევროპარლამენტარია გახვეული კორუფციულ სკანდალში. ჩვენ რატომ გვარიგებენ ჭკუას?!" - თქვა ღარიბაშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press