ბრძოლა მოგებულია, მაგრამ ომი გრძელდება, - გაერთიანებული ოპოზიციის ნაწილმა - „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „დროამ“ მომდევნო სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
სამი პარტია მიიჩნევს, რომ საზოგადოებამ, პოლიტიკოსებთან ერთად, უნდა დაიწყონ კონსოლიდირებული მუშაობა, რათა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
"ყველამ ერთად შევძელით, რომ ივანიშვილმა უკან წაიღო ეს რუსული კანონი, მაგრამ ბრძოლა გრძელდება და გვემის, რომ საზოგადოებაში არის ძალიან დიდი მოლოდინი, თუ რა იქნება შემდეგი ნაბიჯი.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ რამ მოიტანა ეს გამარჯვება. ჩვენი აზრით, ეს იყო ის, რომ არსებობდა ძალიან გასაგები, კონკრეტული მოთხოვნა, თუ რა იყო გასაკეთებელი. გზავნილი ჩვენი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის იყო მკაფიო და გასაგები. შემდეგ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ამაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ახლა ამ ქვეყანას არ აქვს. ფორმულა გვაქვს, წინა დღეებში ჩვენ ეს კარგად ვნახეთ, ამ ფორმულის გამოყენებით უნდა ავარჩიოთ რა იქნება შემდეგი ნაბიჯები და უნდა ვცადოთ კონსოლიდაცია. ჩვენ უკვე დავიწყეთ კონსულტაციები ამ საკითხთან დაკავშირებით",- განაცხადა ჯაფარიძემ.
ელენე ხოშტარიას თქმით, კონსულტაციები საერთაშორისო თანამეგობრობასთან უკვე დაწყებულია და ახლა მთავარია, სწორი ფორმულის გამოყენებით, მომდევნო ნაბიჯებზე მუშაობის დაწყება.
"ბრძოლა მოგებულია, მაგრამ ომი გრძელდება. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ერთი წინაღობა ამ კანონის სახით მოცილებულია, მაგრამ ჩვენი ამოცანა არის, საბოლოო ჯამში, ევროპული პერსპექტივის დაბრუნება, რის ბარიერადაც დღემდე დგას "ქართული ოცნება". ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ. ჩვენ ვხედავთ უპრეცედენტო მხარდაჭერას და ვგრძნობთ პასუხისმგებლობას. ჩვენ ვხედავთ რომ სიმართლის ძალა არის ის, რაც ამარცხებს რუსულ რეჟიმს",- ამბობს ხოშტარია.
შეგახსენებთ, რომ 10 მარტს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომას 112 დეპუტატი ესწრებოდა. მათგან კანონპროექტის წინააღმდეგ 35 კანონმდებელი წავიდა, 1-მა კი, მხარი დაუჭირა.
ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" კანონპროექტი ვენეციის კომისიიდან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გუშინ, 9 მარტს გამოიწვია. გამოწვევის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტის შენობასთან არაერთი მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press