თუ მართლა ასე ფიქრობთ, იქნებ ევროპაში თქვენი ადგილი არ არის, - ასე ეხმაურება ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკ ილვესი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ევროპარლამენტარებს სურთ, საქართველო ომში ჩაითრიონ.
ილვესი სოციალურ ქსელში წერს, რომ ევროპა კარგად იქნება მათ გარეშე, "ვინც მის მიმართ ასე იქცევა".
"თუ მართლა ასე ფიქრობთ, იქნებ ევროპაში თქვენი ადგილი არ არის. ცხადია, ასეთი განცხადებებისთვის, მას ადგილი არ აქვს და აბსოლუტურად კარგად იქნება მათ გარეშე, ვინც ევროპის მიმართ ასე იქცევა", - დაწერა ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა Twitter-ზე.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა: „მე ერთი რამ მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით - მათი სურვილი იყო და არის, რომ საქართველო ჩართონ ომში და უკრაინასთან ერთად აომონ".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press