სანამ ქვეყნის ხელისუფლებას მართავს ევტუშენკოვ-პუტინის პოლიტიკური შეყვარებული ბიძინა ივანიშვილი, ამ ქვეყანას ევროკავშირის სტატუსის მიღება ძალიან გაუჭირდება, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ხაბეიშვილი ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა და დასვა რიტორიკული შეკითხვა, რომლის მიხედვითაც, როდესაც მთავრობის მეთაური "ლანძღავს და აგინებს" მათ, ვინც ქვეყანას კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს, ამ პირობებში როგორ წარმოუდგენია საზოგადოებას საქართველოსთვის EU-ს სტატუსის მინიჭება.
"გუშინ, ბიძინა ივანიშვილის პირადმა ჩუჩელამ, პირადმა სათამაშომ გააკეთა განცხადებები, რომ თურმე ყველას აზღვევინებს - თამუნას, ლიკას, მაკას, დათოს - ყველას სახლებში შეუვარდება თურმე და ყველას დააიდენტიფიცირებს და დააანონსა რეპრესიები. საზოგადოებამ კარგად უნდა იცოდეს, რომ აი, ეს ჩუჩელა გუშინ კარგად რომ ავლენდა თავს სამთავრობო მედიაზე, არის ბიძინა ივანიშვილის პირადი სათამაშო და ყველა ამ "საქმეების საგმირონის" უკან, ცხადია, იდგა რუსი ოლიგარქი. ისიც კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ სანამ ქვეყნის ხელისუფლებას მართავს ევტუშენკოვ-პუტინის პოლიტიკური შეყვარებული ბიძინა ივანიშვილი, ამ ქვეყანას ევროკავშირის სტატუსის მიღება ძალიან გაუჭირდება. გაუჭირდება კი არა, თუ არ ვიბრძოლეთ, არავინ არ მოგვცემს კანდიდატის სტატუსს.
გუშინ, ამ სათამაშო ჩუჩელამ კიდევ ერთხელ თქვა, რომ კი არ ნანობენ ამ კანონს, ან კი არ გაიაზრეს, რომ ეს იყო ანტიკონსტიტუციური, რუსული ან ეს ხელს უშლიდა ჩვენს მომავალს, ეს არ გაუაზრებიათ, უბრალოდ ტაქტიკურადო უკან დავიხიეთო, ვინმეს არ ეგონოსო, რომ ჩვენ ევროპული გზა ავირჩიეთო და მეტიც - მერე მოჰყვა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებების ლანძღვას, ევროპარლამენტარების ლანძღვას და მოუწოდა, რომ თქვენო თქვენი საქმე აკეთეთო და ჩვენ რომ რუსეთში მიგვყავს ეს ხალხი, ნუ ერევით ამ საქმეშიო. ეს იყო მთელი პათოსი ირაკლი ღარიბაშვილის, რომელმაც გვაუწყა, რომ არანაირი სტატუსი მათ არ აინტერესებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისმის მარტივი კითხვა - იმ ევროპარლამენტარებმა, იმ ევროკავშირის ქვეყნებმა, რომლებსაც ლანძღავს და აგინებს, იმ ხალხმა უნდა მოგვცეს კანდიდატის სტატუსი და როცა ასე იქცევა ბიძინა ივანიშვილის პირადი ჩუჩელა, ვის წარმოუდგენია, რომ ჩვენს ქვეყანას მისცემენ სტატუსს ამ პირობებში", - თქვა ხაბეიშვილმა.
როგორც ენმ-ის თავმჯდომარე აცხადებს, დაანონსებულია რეპრესიები და მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს, რომ "არც ერთ ახალგაზრდას თითი არ დაედოს".
"მაშინ, როდესაც ამ კაცმა დააანონსა რეპრესიები, რომ თურმე ყველას სახლში შეუვარდება - ჩვენც ყველანი დაგიმახსოვრეთ, ბ-ნო ჩუჩელა - თქვენც, ირაკლი კობახიძეც, ყველა ის დეპუტატი, რომელმაც რუსულ კანონს ხმა მისცა - ყველანი დამახსოვრებული ხართ - სახელები და გვარები რომც დაგვავიწყდეს, ისტორია აუცილებლად დაწერს თქვენს შესახებ. ხელი გაქვთ ამაზე მოწერილი, განცხადებებს აკეთებთ ღიად - ამიტომ, ჩვენ უკვე დაგიმახსოვრეთ სახეზეც. გაფრთხილებთ, აი, ამ ახალგაზრდებს არც ერთს თითი არ დაედოს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი - ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან და უნდა ვიცოდეთ ერთი რამ - ბრძოლა არ დასრულებულა, ბრძოლა ახლა იწყება და გუშინ, ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროპულ გზაზე ბიძინა ივანიშვილთან ერთად კარებში ეს ხალხი აუცილებლად გაეჩხირება და გააკეთებს ყველაფერს, რომ ევროკავშირის სტატუსი არ მივიღოთ. უახლოეს დღეებში, კონსულტაციების შემდეგ, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან გავივლით კონსულტაციებს და მნიშვნელოვანია, რომ გადავდგათ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები. ეს ქვეყანა არ ეკუთვნის არც ერთ პოლიტიკურ პარტიას, არც ერთ პოლიტიკურ ლიდერს. ეს ქვეყანა ეკუთვნის ხალხს", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press