სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება, არაპროპორციული ძალის გამოყნების, ასევე მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტზე,- ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს აქციაზე დაკავებულ პირთა საქმიანობის შესწავლას, ასევე მომავალში განახორციელებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების მონიტორინგს.
„სახალხო დამცველმა და რწმუნებულებმა მოვინახულეთ 96 დაკავებული პირი. რწუმებულები დაკავებულებთან შეხვედრის მიზნით ინტენსიურად მუშაობდნენ არამხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. ამასთან, რამდენიმე დაკავებულმა პირმა აპარატს მომართა მათი დაკავების კანონიერების შესწავლის მოთხოვით.
დაკავებულები მიუთითებდნენ დაკავების უხეშ ფორმაზე და რიგ შემთხვევაში აღენიშნებოდათ დაზიანებები. რამდენიმე დაკავებულის შემთხვევაში მათივე სურვილით და თანხმობით სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოძების დაწყების მიზნით.
განსაკუთრებით ხაზგასასმელია ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევა, მისი და მოწმის განმარტებით შსს-ს რამდენიმე წარმომადგენელი მას ფიზიკურად გაუსწორდა, სცემეს ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით, აღენიშნება დაზიანება თავისა და კისრის არეში, ასევე ხელის მტევნის არეში.
სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს აქციაზე დაკავებულ პირთა საქმიანობის შესწავლას, ასევე მომავალში განახორციელებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაკავებული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების მონიტორინგს.
ამასთან, სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს ჩაატარონ ეფექტიანი გამოძიება, არაპროპორციული ძალის გამოყნების, ასევე მედიის წარმომადგენლების დაშავების ფაქტზე“,- განაცხადა იოსელიანმა.
იოსელიანის თქმით, 7 მარტს აქციას მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა და არ არსებობდა მისი დაშლის საფუძველი. რაც შეეხება 8 მარტს გამართულ აქციას, იოსელიანმა აღნიშნა, რომ პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამართალდამცველების რეაგირებას აქციის მონაწილეების "ძალადობრივი მოქმედებები დაედო საფუძვლად", თუმცა სპეცრაზმის მხრიდან ძალის გამოყენება არალეგიტიმურად გაგრძელდა.
"საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცულია მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, ამასთან მინდა აღვნიშნო, რომ ცალკეულ პირთა, პირთა მცირე ჯგუფის სიტყვიერი თუ ფიზიკური აგრესიისა თუ ძალადობის აქტები, არ აბათილებს იმ ადამიანთა შეკრების თავისუფლებას, რომლებიც მშვიდობიან ქცევას განაგრძობდნენ.
სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 2023 წლის 7 მარტის საღამოს საათებში გაფრთხილების თაობაზე განცხადების გაჟღერების დროისთვის აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და არ არსებობდა მისი შეწყვეტის და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი.
რაც შეეხება აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობის შემთხვევას, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცველებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის მშვიდობიან მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება, უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს.
პარლამენტის შესასვლელთან შეკრების მონაწილეთა ნაწილის მიერ დაწყებული ძალადობრივი მოქმედებები დაედო საფუძვლად სამართალდამცველების მხრიდან მთელი შეკრების ძალის გამოყენებით გაუმართლებელ შეწყვეტას 8 მარტსაც. მას შემდეგ, რაც შეკრების მონაწილეთა ნაწილმა დაიწყო საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელის მხარეს შენობის დაზიანება, მინების ჩამტვრევა, პოლიციის მხრიდან დაიწყო შესაბამისი რეაგირების განხორციელება. თუმცა აღნიშნული ძალის გამოყენება სრულიად არალეგიტიმურად გაგრძელდა საქართველოს პარლამენტის წინ მდგომი მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ",- დასძინა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, რომ 7-8-9 მარტს საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, სადაც აქციის მონაწილეები მმართველი პარტიისგან "უცხოური აგენტების" კანონპროექტის ჩაგდებას აქციების დროს დაკავებული პირების გაათავისუფლებას ითხოვდნენ.
თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს, თუმცა მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press