საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინა დაადანაშაულეს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში, რუსეთთან ომში ჩათრევაში და სამოქალაქო ომის გასაჩაღებლად ძალების გაგზავნაში,- აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს.
საელჩო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის ხელმძღვანელობის ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ იქ არ ეძებს მტერს საქართველოს ხელისუფლება, სადაც საჭიროა.
„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის ხელმძღვანელობამ უკრაინის მიმართ რიგი არამეგობრული განცხადება გააკეთეს.
თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებდნენ რა რუსული პროპაგანდის თეზისს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინა დაადანაშაულეს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მომზადებაში, რუსეთთან ომში ჩათრევაში და სამოქალაქო ომის გასაჩაღებლად ძალების გაგზავნაში.
ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ მსგავს ინსინუაციებს, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.
იქ არ ეძებს მტერს საქართველოს ხელისუფლება, სადაც საჭიროა.
ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები ვერ შეარყევს უკრაინელი და ქართველი ხალხების მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს. ჩვენ დიდად ვაფასებთ ქართველების მხარდაჭერას იმ დროს, როდესაც უკრაინელები დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან. თავის მხრივ, უკრაინა იყო და დარჩება ქართველი ხალხის მეგობრად, რომელსაც ვუსურვებთ, რომ არ შეაჩეროს ევროპული მომავლის განვითარება”,- ვკითხულობთ განცხადებაში.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press