ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გეგმავს მას შემდეგ, რაც მომდევნო კვირაში მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების თანახმად, ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი რუსეთში და შესაძლო საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისთან ასახავს პეკინის სურვილს შეასრულოს უფრო აქტიური როლი შუამავლობაში უკრაინაში ომის დასრულებისთვის.
„ზელენსკისთან პირდაპირი საუბარი, თუ ეს მოხდება, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება პეკინის ძალისხმევაში, შეასრულოს მშვიდობისმყოფელის როლი უკრაინაში, რასაც აქამდე სკეპტიციზმით უყურებდნენ ევროპაში.
ეს ასევე გააძლიერებს პეკინის, როგორც გლობალური შუამავლის სანდოობას გასულ კვირას საუდის არაბეთსა და ირანს შორის მოულოდნელი დიპლომატიური გარღვევის ხელშეწყობის შემდეგ“, - წერს გაზეთი.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press