"არა რუსეთს! სამარცხვინო ხართ" - ასე შეეგებნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ლექტორ ელიზბარ ელიზბარაშვილს, რომელიც, როგორც სტუდენტები ამბობენ ანტიდასავლური პროპაგანდით გამოირჩევა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის თქმით, ელიზბარ ელიზბარაშვილი არის ადამიანი, რომელიც აშკარა პრორუსულ ნარატივებს ატარებს, აქედან გამომდინარე კი, მას არაფერი ესაქმება უნივერსიტეტის კედლებში.
მომხდარის შემდეგ ელიზბარ ელიზბარაშვილმა, განაცხადა, რომ ის მიამრთავს შესაბამის ორგანოებს და სტუდენტებს ისინი გასცემენ პასუხს.
"ელიზბარ ელიზბარაშვილი არის ადამიანი, რომელიც სტუდენტებს ემუქრება, ადამიანი, რომელიც არის ალტ ინფოს აქტიური მხარდამჭერი და ხშირი სტუმარი, ატარებს აშკარა პრორუსულ ნარატივებს, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და არც ერთ უნივერსიტეტში არ უნდა ჟღერდებოდეს, რადგან ეს არის დამაზიანებელი ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ უნივერსიტეტის კედლებში", - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press