რუსეთის პოლიტიკური სამიზნეები, შესაძლოა, სხვა სახელმწიფოებიც გახდნენ, მაგალითად, საქართველო ან სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნები, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი არის საშიში მეზობელი, რმელმაც წარსულში არაერთხელ აჩვენა, რომ შეუძლია ერთ სამიზნეზე მეტის დანახვა.
"ზოგიერთი ფიქრობს, რომ ვიდრე რუსეთი ჩაეფლო ბახმუტის ტალახში, ის იმდენად არის დაკავებული, რომ მთელი მისი სამხედრო და პოლიტიკური ყურადღება მიმართულია მხოლოდ უკრაინისკენ. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი არის საშიში მეზობელი, რომელმაც აჩვენა წარსულში, რომ შეუძლია ერთ სამიზნეზე მეტის დანახვა. ის შეიძლება, იყოს აქტიური მოლდოვაში არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ასე რომ, ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ, ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ მოლდოვისთვის, ისევე, როგორც სხვა ქვეყნებისთვის, ზიანის მიყენების შესაძლო მცდელობები. მე ვერ უარვყოფ იდეას, რომ რუსეთის პოლიტიკური სამიზნეები, შესაძლოა, სხვა სახელმწიფოებიც გახდნენ, მაგალითად, საქართველო ან სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნები", - განაცხადა ლანდსბერგისმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press