უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება ძალიან მწვავე და მტკივნეულია. საჭიროა, მტრის სამხედრო ძალის განადგურება და ჩვენ გავანადგურებთ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის.
„ბელოგოროვკა და მარინკა, ავდეევკა და ბახმუტი, უგლედარი და კამენკა და ყველა სხვა ადგილი, სადაც ახლა წყდება, როგორი იქნება ჩვენი მომავალი, სადაც იბრძვის ყველა უკრაინელის მომავალი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ახლა ბრძოლაშია. მადლობა ყველას, ვინც იცავს ჩვენს პოზიციებს და იბრძვის უკრაინისა და თავისი თანამებრძოლებისთვის. მადლობა ყველას, ვინც არასდროს გვღალატობს, ვინც ახლოსაა პოზიციებზე. დღეს განსაკუთრებით აღვნიშნავ 92-ე მექანიზებული ბრიგადის მებრძოლებს ბახმუტის რაიონში წარმატებული მოქმედებებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press