Foto

თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს - უკრაინის გენშტაბი

გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების 100-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს. აღნიშნულ ინფორმაციას ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, იერიშის მოგერიება ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის, მარიინსკისა და შახტარის მიმართულებებზე მოხდა.

"რუსეთის ფედერაცია იყენებს ტერორის ტაქტიკას, განურჩევლად იჭრება დასახლებულ პუნქტებში, ამავდროულად, უხეშად არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სტანდარტებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, მოწინააღმდეგემ 5 სარაკეტო დარტყმა განახორციელა, მათ შორის სუმისა და დონეცკის რეგიონების სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე. არიან დაღუპულები და დაჭრილები. მტერმა 35 საავიაციო დარტყმა განახორციელა და 76-ჯერ გახსნა ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. უკრაინის მასშტაბით სარაკეტო საფრთხის დონე მაღალი რჩება", - ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.