სამწუხაროა ის, რასაც ვხედავთ - რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს, ასეთი ქვეცა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ალტ-ინფოს“ წევრების მიერ პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშის დაწვას.
პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირის დროშა აღდგება და ისევ აღიმართება საკანონმდებლო ორგანოს წინ.
"ევროკავშირის, როგორც სხვა ქვეყნების დროშების შებღავლა, როდესაც აღმართულია ადმინისტრაციული შენობის წინ, დასჯადი გახდა და რა თქმა უნდა, იყო განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და ყველა პირი, ვინც შებღავლა დროშა იქნება იდენტიფიცირებული და ადმინისტრაციული წესით დასჯილი. სამწუხაროა ის, რასაც ვხედავთ - რადიკალიზმი წარმოშობს რადიკალიზმს. ასეთი ქვეცა მიუღებელია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს. ევროკავშირის დროშა, რომელიც დაზიანებულია, აღდგება და პატივით დაბრუნდება თავის ადგილას",- განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, პრორუსული მოძრაობა „ალტ-ინფოს“ წევრებმა პარლამენტთან აქცია გამართეს და ევროკავშირის დროშა დაწვეს. ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, თუმცა ძალადობრივი ჯგუფისთვის ხელი არ შეუშლია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისა და დაწვის ფაქტზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press