ჩვენ ვგმობთ განცხადებას, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა, - ასე გამოეხმაუარა ევროპის პარლამენტის სოციალისტთა და დემოკრატთა პროგრესული ალიანსი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ევროპარლამენტს სურს საქართველოს ჩათრევა რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ.
მათივე თქმით, განცხადება, რომ ევროპარლამენტს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომში საქართველოს ჩათრევა სურს არის ცრუ და მავნებლური.
"ჩვენ უარვყოფთ ცრუ, მავნე განცხადებას, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კვირას ქართულ ტელევიზიაში მიცემულ ინტერვიუში გააკეთა, რომლის თანახმად, ევროპარლამენტს სურს საქართველოს ჩათრევა რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press