ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო ზომები, რომ შავ ზღვაში ჩავარდნილი დრონი უცხო ხელში არ მოხვდეს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
სამშაბათს, ტელეკომპანია CNN-თან საუბრისას კირბიმ თქვა, რომ აშშ-ის ინტერესებში არ არის, სხვამ ჩაიგდოს ხელში სადაზვერვო უპილოტო აპარატი, რომელიც რუსულ თვითმფრინავთან შეჯახების შედეგად დაზიანდა.
აშშ-ის ხელისუფლება გეგმავს, რუსული ავიაგამანადგურებლისა და ამერიკული სადაზვერვო დრონის შეჯახების ამსახველი ვიდეოკადრები გაასაჯაროოს.
ცნობისთვის, გუშინ, 14 მარტს რუსული "სუ-27" მოიერიშე თვითმფრინავი შავი ზღვის თავზე ამერიკულ დრონს - MQ-9-ს შეეჯახა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press