არ დავუშვებთ ახალგაზრდების რეპრესიებს, ვადგენთ შავ სიას, სადაც მოხვდება ყველა თანამდებობის პირი, ვისაც ამ საქმეში ექნება შეტანილი წვლილი და აეკრძალებათ საჯარო სამსახურებში მუშაობა, - ამის შესახებ "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მან ასევე მოუწოდა მმართველ პარტიას ჩანიშნონ ვადამდელი არჩევნები, რადგან მისივე თქმით, კრიზისი, რომელიც შექმნილია ქვეყანაში, სხვაგვარად ვერ გადაწყდება.
"ჩვენმა ხალხმა, ახალგაზრდებმა ისტორიული სიტყვა თქვეს მსოფლიო პოლიტიკურ პროცესებში, რამაც გამოიწვია რეჟიმის გაშმაგება და დაგეგმეს რეპრესიები ახალგაზრდების მიმართავს, რის გამოც მინდა გავაფრთხილო რეჟიმი და მისი მეთაური: ჩვენ არ დავუშვებთ ახალგაზრდების რეპრესიებს, ვადგენთ შავ სიას, სადაც მოხვდება ყველა თანამდებობის პირი, ვისაც ამ საქმეში ექნება შეტანილი რაიმე წვლილი და აეკრძალებათ საჯარო სამსახურებში მუშაობა - სამუდამოდ.
მეორე საკითხი, იმგვარი კრიზისები, როგორიც შექმნა ოლიგარქმა საქართველოში, მსოფლიო პრაქტიკით წყდება მხოლოდ ვადამდელი ხელახალი არჩევნების გზით. რეჟიმს მოვუწოდებ, დაიწყოს ბარგის ჩალაგება და გამოაცხადოს ახალია არჩევნების თარიღი. პარლამენტში შესულ ოპოზიციას, რომელიც იქიდან არ გამოდის არაფრით, სანამ რეჟიმი გამოაცხადებდეს ხელახალ არჩევნებს, თქვენ მოითხოვეთ ის, რასაც ელოდება ე.წ ოპოზიციისგან საქართველო და მსოფლიო. სხვა გზა ამ კრიზისის განმუხტვისა კაცობრიობას არ მოუგონია",- ამბობს შალვა ნათელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ 7-8-9 მარტს საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, სადაც აქციის მონაწილეები მმართველი პარტიისგან "უცხოური აგენტების" კანონპროექტის ჩაგდებას აქციების დროს დაკავებული პირების გაათავისუფლებას ითხოვდნენ.
თბილისში პოლიციელებმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეითა და ცრემლმდენი გაზით დაარბიეს, თუმცა მცდელობების მიუხედავად ხალხი არ იშლებოდა, რის შემდეგაც პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება ძალისმიერი მეთოდებით დაიწყო.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press