Foto

მდინარაძე - სააკაშვილი არის ბნელი წარსული - შეუძლია მეტი შეჭამოს და ამით მისი ე.წ. პრობლემა აღმოიფხვრას

არ შეიძლება მიხეილ სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს საქართველოს ევროპული მომავალი,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მესამე პრეზიდენტის საკითხის საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირება ცრუ ნარატივი და თავხედობაა.

"არაფერი შეიძლება იყოს იმაზე ცრუ ნარატივი, არაფერი შეიძლება იყოს იმაზე დიდი თავხედობა საქართველოს მიმართ, როგორც სააკაშვილის ამ თაღლითური და სპეკულაციური თემის დაკავშირება საქართველოს ევროპულ მომავალთან. საქართველოს ევროპული მომავალი და სააკაშვილი, მისი ქმედებები, მისი წარსული, მისი აწმყო და მომავალი ვერ იქნება დაკავშირებული. სააკაშვილი არის ბნელი წარსული ამ ქვეყნის. ადამიანს უბრალოდ შეუძლია მეტი შეჭამოს და ამით მისი ე.წ. პრობლემა აღმოიფხვრას. და თუ ჩვენ და ჩვენი ქვეყანა მის ჭამაზე ვართ და მის კუჭზე ვართ დამოკიდებული, მაშინ ამ ქვეყანას მომავალი არ ჰქონია, მაგრამ ამ ქვეყანას მომავალი აქვს. ვერც სანქციას დააკისრებს ამ ქვეყანას ვერავინ იმიტომ, რომ სააკაშვილი საჭმელს არ ჭამს და ვერც ვერავინ დაემუქრება... არ შეიძლება სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს საქართველოს ევროპული მომავალი", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.