Foto

მიხეილ სააკაშვილი - მართლაც ყველა ნიღაბი მოიხსნა - საქმე გვაქვს ტყუილის მანქანასთან, რომელიც რუსეთზე მუშაობს

მართლაც ყველა ნიღაბი მოიხსნა, - ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებს. 

ექსპრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ ქვეყანაში ტყუილის და ძალადობის მანქანაა შექმნილი, რომელიც რუსეთისთვის მუშაობს. 

"მადლობა ევროპის პარლამენტს სოლიდარობისთვის!

მართლაც ყველა ნიღაბი მოიხსნა - ჩვენ საქმე გვაქვს ტყუილის და ძალადობის მანქანასთან, რომელიც მუშაობს რუსეთზე",- წერს მიხეილ სააკაშვილი. 

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა 14 მარტს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დებატები მიუძღვნა. განხილვა შეეხო ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ხალხის არჩევანსა და მმართველი პარტიის პოზიციებს. ევროპარლამენტარმა არა ერთხელ ახსენეს დეოლიგარქიზაციის საკითხი და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.