დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ექსპლუატაციაში უნდა მივიღოთ და გავხსნათ გოცირიძის მეტრო, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარეობს ექსპლუატაციის მიღების პროცედურები და დასკვნის მიღების შემდგომ, გადაეგზავნება ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო და ზედამხედველობის ინსპექციაში, რის შემდგომაც მეტროსადგურის გახსნა შესაძლებელი იქნება.
"ექსპლუატაციაში მიღების ეტაპზე ვართ, დღეს ვიღებთ საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან დასკვნას, სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელიც გადაიგზავნება ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო და ზედამხედველობის ინსპექციაში. ჩემი ვარაუდით, დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში ექსპლუატაციაში უნდა მივიღოთ და გავხსნათ გოცირიძის მეტრო" – განაცხადა ხმალაძემ.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press