იმ აქციებისა და პროტესტის შემდეგ, რაც იხილა ქართულმა ოცნებამ, კარგად უნდა გაიაზროს, რომ თუ ისინი ევროპულ პერსპექტივას საფრთხეს შეუქმნიან, თითოეული ადამიანი ისევ დადგება ქუჩაში, - ამის შესახებ დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ ევროკავშირის დელეგაციასთან შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.
მისივე თქმით, ევროპელი პარტნიორებისგან იგრძნობა, რომ ისინი საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით დგანან, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება სერიოზულ პოლიტიკურ შეცდომებს უშვებს და მიზანმიმართულად ხელს უშლის ევროპულ მომავალს.
"ყველა განცხადებით, რომელიც გვესმის ჩვენი პარტნიორებისგან, ჩანს, რომ ისინი დგანან ჩვენი ქვეყნის გვერდით, ხალხის გვერდით და მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება უშვებს სერიოზულ პოლიტიკურ შეცდომებს და მიზანმიმართულადაც ხელს უშლის ჩვენს ევროპულ მომავალს საკუთარი გადაწყვეტილებებით, ჩვენი პარტნიორები ელოდებიან ჩვენგან, ჩვენი საზოგადოებისგან, რომ ჩვენ ვაიძულებთ ქართულ ოცნებას, შეასრულოს 12 პუნქტი. მე ვფიქრობ, იმ აქციებისა და პროტესტის შემდეგ, რაც იხილა ქართულმა ოცნებამ, კარგად უნდა გაიაზროს, რომ თუ ისინი ევროპულ პერსპექტივას საფრთხეს შეუქმნიან, თითოეული ადამიანი ისევ დადგება ქუჩაში და ისევ მოითხოვს ქართული ოცნებისგან 12 პუნქტის შესრულებას", - განაცხადა სამნიძემ.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press