საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, უკრაინა უნდა გახდეს NATO-ს წევრი უსაფრთხოების ყველა გარანტიით, - ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინშისმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინა პარტნიორების ურყევი მხარდაჭერით თავის მიზნებს მიაღწევს, ხოლო რუსეთმა ვეღარ უნდა შეძლოს ომის დაწყება ევროპელი მეზობლების წინააღმდეგ.
"საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, უკრაინა უნდა გახდეს NATO-ს წევრი უსაფრთხოების ყველა გარანტიით, რაც ამას მოჰყვება. ჩვენი საერთო და ურყევი მხარდაჭერით, უკრაინა თავის მიზნებს მიაღწევს.
როგორიც არ უნდა იყოს რუსეთის განზრახვა, ისინი რუსული ძალები ვერ შეძლებენ მორიგი ომის დაწყებას ევროპელი მეზობლების წინააღმდეგ", - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press