საქართველოს მიმართ არაფერი შეიძლება იყოს იმაზე უფრო ცრუ ნარატივი და დიდი თავხედობა, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ამ სპეკულაციური და თაღლითური თემის საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილი არის ბნელი წარსული და საქართველოს ევროპული მომავალი ვერ იქნება მისი ქმედებები, მისი აწმყო, წარსული და მომავალი.
"საქართველოს მიმართ არაფერი შეიძლება იყოს იმაზე უფრო ცრუ ნარატივი და დიდი თავხედობა, როგორც მიხეილ სააკაშვილის, ამ სპეკულაციური და თაღლითური თემის საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირება. საქართველოს ევროპული მომავალი ვერ იქნება სააკაშვილი და მისი ქმედებები, მისი აწმყო, წარსული და მომავალი. სააკაშვილი არის საქართველოს ბნელი წარსული. ამ ადამიანს შეუძლია, უბრალოდ მეტი ჭამოს და მისი ე.წ. პრობლემა აღმოიფხვრას. თუ ჩვენ და ჩვენი ქვეყანა მის ჭამასა და კუჭზე ვართ დამოკიდებული, მაშინ ამ ქვეყანას მომავალი არ ჰქონია. მაგრამ, საქართველოს მომავალი აქვს. საქართველოს ვერც სანქციას დაუწესებს ვერავინ იმიტომ, რომ სააკაშვილი საჭმელს არ ჭამს და ვერც ვერავინ დაემუქრება. სინამდვილეში, შეიძლება, ასეთი განცხადებები დაინტერესებული პირებისგან ყოველთვის იყოს, მაგრამ რეალობა სხვაა. არ შეიძლება, საქართველოს ევროპული მომავალი სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს", - განაცხადა მდინარაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press