სახალხო დამცველი აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობას და მისი სურვილის შემთხვევაში, მე ყოველთვის მზად ვარ მივიდე და შევხვდე მიხეილ სააკაშვილს, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის აპირებს შეხვდეს სახალხო დამცველის კონსილიუმს, რომელიც პერიოდულად აფასებს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ამასთან ერთად ის აპირებს შეხვედრას ყველა დაინტერესებულ პირთან, სააკაშვილის ოჯახის წევრებთან, რათა საკითხის ირგვლივ მათი მოსაზრებებიც მოისმინოს.
"თქვენ იცით, რომ არსებობს სახალხო დამცველის კონსილიუმი, რომელიც პერიოდულად აფასებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მე, რა თქმა უნდა, ვაპირებ შევხვდე მათ და მათგან მოვისმინო კონკრეტულად რა გეგმა აქვთ და როგორ აპირებენ ამ პროცესის გაგრძელებას. ვაპირებ შევხვდე ყველა დაინტერესებულ პირს, მის ოჯახს წევრებსაც და მათი მოსაზრებებიც მოვისმინო ამასთან დაკავშირებით და თავისთავად, სახალხო დამცველი აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობას და მისი სურვილის შემთხვევაში, მე ყოველთვის მზად ვარ მივიდე და შევხვდე მიხეილ სააკაშვილს. ჩათვალეთ, რომ ეს არის შეთავაზება", - თქვა ლევან იოსელიანმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press