საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს პერსპექტივების გაძლიერებაზე ესაუბრა. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი აქვს.
"ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან - როგორ გავაძლიეროთ საქართველოს პერსპექტივები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხაზგასმით აღვნიშნე საქართველოს მოსახლეობის ურყევი სწრაფვა ამ ევროპულ გზაზე. ჩვენ ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს", - წერს ზურაბიშვილი Twitter-ზე.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press