დანიის პარლამენტმა უკრაინის დახმარების ფონდის შექმნის შესახებ მთავრობის წინადადებას მხარი დაუჭირა. აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის რადა ავრცელებს.
დანიის ფინანსთა მინისტრის, ნიკოლაი ვამენის განცხადებით, უკრაინის დახმარებისთვის 7 მილიარდზე მეტი დანიური კრონი [1 მილიარდი დოლარი] გამოიყოფა.
"ამ შეთანხმებით, ჩვენ გამოვყოფთ 7 მილიარდზე მეტ დანიურ კრონს უკრაინის დამატებითი დახმარებისთვის. მოხარული ვარ, რომ დანიის პარლამენტის აბსოლუტური უმრავლესობა იღებს პასუხისმგებლობას და აჩვენებს, რომ დანია უკრაინის გვერდით დგას“, - განაცხადა ნიკოლაი ვამენმა.
2023 წლისთვის უკრაინის დახმარების ფონდი ითვალისწინებს:
"მადლობას ვუხდით დანიის პარლამენტს და მთავრობას ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების, ერთიანობისა და პასუხისმგებლობისთვის! ეს არის უკრაინელი ხალხის გულწრფელი მხარდაჭერისა და პრაქტიკული დახმარების გამოვლინება მათი თავისუფლებისა და მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის ბრძოლაში", - აცხადებს უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მოადგილე ოლენა კონდრატიუკი.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press