"დატოვოს დავით კაჭარავამ რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტი", - ამ სახელწოდებით დარეგისტრირდა პეტიცია, რომელიც მოძრაობა "ხალხის ძალის" დეპუტატის, დავით კაჭარავას რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის პოსტიდან გათავისუფლებას მოითხოვს.
პეტიციაში ნათქვამია, რომ დავით კაჭარავა, როგორც რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, არ შეიძლება განსაზღვრავდეს ქართული რაგბის მომავალს და იღებდეს მისი განვითარებისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ვინაიდან ის არის შემჩნეული ანტისახელმწიფორებრივ და მოღალატეობრივ პოზიციაში.
"რაგბი მხოლოდ მორაგბეების კი არა, გულშემატკივრების, მთელი ქვეყნისაა და ვეცდებით ყველა ჩვენს გადაწყვეტილებაში გატარებული იყოს მათი ინტერესები.“ - ეს დავით კაჭარავას სიტყვებია, რომელიც მან 2021 წლის შემოდგომაზე რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ არჩევისას წარმოთქვა. ამ დროს იგი უკვე იყო საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი.
მოგეხსენებათ, რომ 2023 წლის 7 მარტს, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის აგენტის“ შესახებ. მისი ინიციატორი არის ”ხალხის ძალა“, რომლის ერთ-ერთი წევრი და კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი არის მორაგბე, ცენტურიონი, დავით კაჭარავა. მან ხმა მისცა კანონპროექტს პირველ მოსმენაზე, ხოლო მეორე მოსმენაზე, რომელიც მასობრივი გამოსვლების, საზოგადოების დარბევისა და მოსახლეობასთან ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ სასწრაფოდ ჩაინიშნა, მას ხმა არ მიუცია კანონპროექტის საწინააღმდეგოდ.
ზემოთხსენებული კანონპროექტი მიზნად ისახავდა თავისუფალი აზრის ჩახშობას, ადამიანთა დასმენის, დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო სექტორის შეზღუდვის დაკანონებას. ეს სრულიად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას იცავს.
კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.
ჩვენ, ქართული რაგბის გულშემატკივრებს, მიგვაჩნია, რომ თანამდებობის პირი, რომელიც ქვეყნისთვის ჩვენთვის უმინიშვნელოვანეს ინსტიტუციას, რაგბის კავშირის გამგეობას ხელმძღვანელობს, არ უნდა იყოს შემჩნეული ანტისახელმწიფოებრივ და მეტიც, მოღალატეობრივ პოზიციაში.
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს რაგბის კავშირი სახელმწიფო ინსტიტუციაა და გადასახადის გადამხდელთა ფინანსური მხარდაჭერით არსებობს, ჩვენ ვთვლით, რომ დავით კაჭარავამ არ შეასრულა თავისი სიტყვა, რის გამოც, მოვითხოვოთ, მან გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობა დაუყოვნებლივ დატოვოს",- ნათქვამია განცხადებაში.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press