თუ ვინმეს ჭკუა მოეკითხება „ნაციონალურ მოძრაობაში“, უნდა გააკეთოს ერთი მარტივი რამ – დაახლოებით 10 სანტიმეტრი „სკოჩი“ მოჭრან და მიაკრან პირზე ვანო მერაბიშვილს, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართული ოცნება" არასწორად გადადგმული ნაბიჯების გამო დარეტიანებულია და ამ სიტუაციიდან გამოსვლაში მას ვანო მერაბიშვილი ეხმარება, ვინაიდან ის საზოგადოებას აფიქრებს საკითხზე, რომ თუ "ქართული ოცნება", დატოვებს ხელისუფლებას შესაძლოა უარესმა ძალამ ჩაიგდოს ძალაუფლება ხელში.
„ძალიან დაიზიანა თავი „ქართულმა ოცნებამ“, ყველა რომ ვეუბნებოდით, ფოცხს ნუ დააბიჯებ ფეხს იმ კანონპროექტის მიღებით, გაექანენ, ძალიან ენერგიულად დააბიჯეს იმ ფოცხს ფეხი, ტარი მოხვდათ თავში და ახლა არიან დარეტიანებული. ამ დარეტიანებულ „ქართულ ოცნებას“ ახლა რეტიდან გამოსვლაში ეხმარება ვანო მერაბიშვილი. თუ ვინმეს ჭკუა მოეკითხება „ნაციონალურ მოძრაობაში“, უნდა გააკეთოს ერთი მარტივი რამ – დაახლოებით 10 სანტიმეტრი „სკოჩი“ მოჭრან და მიაკრან პირზე ვანო მერაბიშვილს, რადგან მას აქვს ერთადერთი მისია, ყველას გაგვახსენოს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან კი გასაშვებია, მაგრამ, ვაიმე, დავფიქრდეთ, ეს უარესი ხალხი შეიძლება დაბრუნდეს. ამას აკეთებს ვანო მერაბიშვილი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ თუ ვინმეს ჭკუა აქვს, „სკოჩი“ მიაკრან ვანო მერაბიშვილს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა 10 მარტს, განაცხადა, რომ ის აპირებს დაიწყოს მასობრივი საპროტესტო აქციები, რომლის მიზანიც, მთავრობის შეცვლა და საქართველოში პროდასავლური მთავრობის დანიშვნა იქნება.
ამასთან ერთად, მან უკრაინულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში რეალურად ერთი სერიოზული ოპოზიციური პარტიაა - სააკაშვილის პარტია. მისი რეიტინგი კი ორჯერ აჭარბებს ყველა სხვა პარტიის რეიტინგს ერთად აღებულს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press