Foto

შოლცი - მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას საჭირო საბრძოლო მასალა სწრაფად მივაწოდოთ

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სწრაფად მივაწოდოთ უკრაინას საჭირო საბრძოლო მასალა, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარტნიორები თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინამ მიიღოს საჭირო საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სწრაფად მივაწოდოთ უკრაინას საჭირო საბრძოლო მასალა. ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ჩვენ გავაგრძელებთ იმის უზრუნველყოფას, რომ უკრაინამ მიიღოს იარაღი და აღჭურვილობა თავის დასაცავად“, - განაცხადა შოლცმა.

ცნობისთვის, გუშინ, 15 მარტს, ცხრა ქვეყანამ ერთობლივი ძალებით, უკრაინას 150-ზე მეტი Leopard-ის ტიპის ტანკები გადასცა.