ჩვენ უნდა გავზარდოთ საქართველოს და მოლდოვას გამძლეობა რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ და დავიცვათ კარის ზღურბლზე არსებული საფრთხისგან. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ გაერთიანებული სამეფო მოლდოველი და ქართველი ხალხის გვერდით დგას და იცავს მათ დემოკრატიულ არჩევანს, მიაღწიონ თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს.
"გაერთიანებული სამეფო გვერდით არ გადგება მაშინ, როდესაც მოსკოვი ამ ორ ქვეყანაში დემოკრატიას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ძირს უთხრის.
ჩვენ უნდა გავზარდოთ მათი გამძლეობა რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ და დავიცვათ კარის ზღურბლზე არსებული საფრთხისგან.
მინისტრი კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს, რომ გაერთიანებული სამეფო მოლდოველი და ქართველი ხალხის გვერდით დგას და იცავს მათ დემოკრატიულ არჩევანს, მიაღწიონ თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს", - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press