რიში სუნაკს მივაწოდე ინფორმაცია ფრონტზე არსებულ ვითარებასა და ბახმუტის დაცვაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, მიღწეულია კონკრეტული შედეგები უკრაინის თავდაცვისა და ეკონომიკური მხარდაჭერის გაძლიერებაში.
სატელეფონო საუბარში, ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო მოვლენებზე.
“კარგი საუბარი მქონდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან. მივაწოდე ინფორმაცია ფრონტზე არსებულ ვითარებასა და ბახმუტის დაცვაზე. გავცვალეთ მოსაზრებები ბოლო საერთაშორისო მოვლენებზე. როგორც ყოველთვის, ჩვენ გვაქვს კონკრეტული შედეგები უკრაინის თავდაცვისა და ეკონომიკური მხარდაჭერის გაძლიერებაში. ჩვენ ვაფასებთ დიდი ბრიტანეთის უცვლელ პოზიციას!”, - წერს ზელენსკი.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press