მივესალმები ყველა ინიციატივას, რომელიც საქართველოს დეოლიგარქიზაციის ეფექტურ კანონმდებლობას მიაღებინებს, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, ვენეციის დასკვნაში არის რეკომენდაციები და რჩევები, რომელთაგან, არაერთი გათვალისწინებას დაექვემდებარება და აღკვეთავს ისეთ ვითარებებს, რომელიც ჯარის მძარცველი ოლიგარქი კეზერაშვილის ტიპის ბიზნესმენებს პოლიტიკაში ჩართვას არ დაუშვებს.
"ამჯერადაც დიდ ვნებათაღელვას იწვევს საერთაშორისო ორგანოებისა და ვენეციის კომისიის დასკვნები, სადაც იუსტიციის მინისტრობისას თავადაც არაერთხელ წარმიდგენია დიდი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი რეფორმის პროექტი კომენტარებისა და რეკომენდაციებისთვის. არადა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო სამუშაო ინსტრუმენტი როგორც საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე მთავრობისთვის.
"დასკვნაში ვხედავთ რეკომენდაციებს, რჩევებს, რომელთაგან, დარწმუნებული ვარ, არაერთი გათვალისწინებას დაექვემდებარება და დეოლიგარქიზაციის ისეთ საკანონმდებლო ბაზას მივიღებთ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ აღკვეთს ისეთ ვითარებებს, რომელიც გულისხმობს ქართული ჯარის მძარცველი ოლიგარქი კეზერაშვილის პოლიტიკაში მონაწილეობას, რიგითი სოციალური პრობლემების მქონე ადამიანების ხარჯზე საკუთარი ბიზნესის ამწყობი ბანკირების პოლიტიკაში ჩართვასა და მათ სპეკულაციებს. აგვაცილებს პოლიტიკის ფარად აფარებას და ამგვარ ვითარებებს სახელმწიფოებრივ პროცესში. ამიტომ მივესალმები ყველა ინიციატივას, რომელიც საქართველოს დეოლიგარქიზაციის ეფექტურ კანონმდებლობას მიაღებინებს", - განაცხადა წულუკიანმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press