Foto

გაეროს საერთაშორისო კომისია რუსეთს უკრაინაში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში ადანაშაულებს

გაეროს დამოუკიდებელმა საერთაშორისო კომისიამ დაადგინა, რომ უკრაინაში ომის დროს რუსეთმა უამრავი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ განზრახ მკვლელობები, უკანონო პატიმრობები, წამება, გაუპატიურება და ბავშვების უკანონო დეპორტაცია, არის მცირე ჩამონათვალი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის.

„რუსეთმა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უამრავი დარღვევა ჩაიდინა.

რუსების მიერ განხორციელებული ომის დანაშაულები მოიცავდა თავდასხმებს სამოქალაქო მოსახლეობაზე და ენერგეტიკასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე, განზრახ მკვლელობებს, უკანონო პატიმრობას, წამებას, გაუპატიურებასა და სხვა სექსუალურ ძალადობას, ასევე ბავშვების უკანონო გადაყვანასა და დეპორტაციას", - ნათქვამია ანგარიშში.