გაეროს დამოუკიდებელმა საერთაშორისო კომისიამ დაადგინა, რომ უკრაინაში ომის დროს რუსეთმა უამრავი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ განზრახ მკვლელობები, უკანონო პატიმრობები, წამება, გაუპატიურება და ბავშვების უკანონო დეპორტაცია, არის მცირე ჩამონათვალი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევის.
„რუსეთმა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უამრავი დარღვევა ჩაიდინა.
რუსების მიერ განხორციელებული ომის დანაშაულები მოიცავდა თავდასხმებს სამოქალაქო მოსახლეობაზე და ენერგეტიკასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურაზე, განზრახ მკვლელობებს, უკანონო პატიმრობას, წამებას, გაუპატიურებასა და სხვა სექსუალურ ძალადობას, ასევე ბავშვების უკანონო გადაყვანასა და დეპორტაციას", - ნათქვამია ანგარიშში.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press