სულ წევს, უჭირს მოძრაობები - მახსოვს, როგორი შემოვიდა "ვივამედში",- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ექიმების აზრით, ექსპრეზიდენტი, რომელსაც 47 დიაგნოზი აქვს დასმული, მძიმე ავადმყოფია.
"რომ მივდივარ ადამიანთან, სულ წევს, უჭირს მოძრაობები, უჭირს ყველაფერი, ფაქტობრივად და ისიც მახსოვს, როგორი შემოვიდა "ვივამედში".
ჩვენ გვყავდა ძალიან ავტორიტეტული ხალხი ჩამოყვანილი და ზოგიერთი აქაური - ძალიან ცნობილი სახელები. ყველას ერთსულოვანი აზრით, არის მძიმე ავადმყოფი. 47 დიაგნოზი აქვს დასმული, აქედან 3 არის უმძიმესი", - აცხადებს ექსპრეზიდენტის დედა.
ალასანიას თქმით, უფლებადამცველები მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პირველი-მეორე ინსტანციების გადაწყვეტილებას სტრასბურგში გაასაჩივრებენ.
შეგახსენებთ, 6 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 3 მარტს კი, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრ...
„ავერსი“ კიდევ ერთხელ იმსახურებს &b...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა ...
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
Mana press