თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, საქართველოში რუსული პროპაგანდის გამტარებელი „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული მედიასაშუალებები არიან.
ის არ დაეთანხმა კონკრეტული მედიასაშუალების ჟურნალისტის შეფასებას, თითქოს „ქართული ოცნების“ წევრები ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებენ.
„ამ ქვეყანაში ვინც რუსულ პროპაგანდას ატარებს ხართ თქვენ და თქვენი პოლიტიკური პარტია -„ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც ქვეყნის 20% რუსებს ჩააბარა. სამარცხვინო იყო, როგორ გარბოდნენ ისინი წითელ ხიდზე. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც დაღუპული ჯარისკაცები მიატოვეთ და გამოიქეცით, შემდეგ მოღალატეობრივ რეზოლუციას მოაწერეთ ხელი“, - განაცხადა კალა კალაძემ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press