პოლონეთის შემდეგ უკრაინას MiG-29-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს სლოვაკეთიც გადასცემს. აღნიშნული გადაწყვეტილება სლოვაკეთის მთავრობამ მიიღო.
როგორც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერსმა განაცხადა, სამხედრო თვითმფრინავები უკრაინელების დაცვას მოემსახურებიან და თავდასხმისთვის არ გამოიყენებენ.
მისივე თქმით, MiG-29-ების სანაცვლოდ, სლოვაკეთმა მოკავშირეებისგან 900 მილიონი ევროს კომპენსაცია უნდა მიიღოს.
ცნობისთვის, უკრაინისთვის MiG-29-ების გადაცემის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამაც განაცხადა. მისი თქმით, 4 საბრძოლო თვითმფრინავს პოლონეთი უკრაინას უახლოეს დღეებში გადასცემს.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press