უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, ედუარდ ჰეგერსთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა.
ზელენსკიმ მას მადლობა გადაუხადა MiG-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების და სხვა სამხედრო დახმარების უკრაინელი სამხედროებისთვის გადაცემის გადაწყვეტილების გამო.
ზელენსკის თქმით, ბრიუსელში მიღწეული შეთანხმებები მუშაობს და დასძინა, რომ სიამოვნებით გააგრძელებს კომუნიკაციას სლოვაკეთის მთავრობის მეთაურთან კიევში.
შეგახსენებთ, დღეს, 17 მარტს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერსმა განაცხადა თანხმობა, MiG-29 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების უკრაინისთვის გადასაცემად.
გარდა ამისა უკრაინისთვის MiG-29-ების გადაცემის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამაც განაცხადა. მისი თქმით, 4 საბრძოლო თვითმფრინავს პოლონეთი უკრაინას უახლოეს დღეებში გადასცემს.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press