სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სასამართლო თავადვე ავრცელებს.
ვლადიმერ პუტინთან ერთად ასევე ორდერი გაიცა, ბავშვთა უფლებების საკითხებში რუსეთის კომისრის, მარია ალექსეევნა ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების შესახებაც.
"სასამართლოს წინასწარი საქმის მოსამართლეების შეფასებით, არსებობს "გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ეჭვმიტანილებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა ომის დანაშაულებზე, მოსახლეობის უკანონო დეპორტაციაზე და მოსახლეობის უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში", - წერს სასამართლო.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press