ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც ისტორიული პასუხისმგებლობა მოჰყვება, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემა საერთაშორისო მართლმსაჯულებაში მნიშვნლოვანი გადაწყვეტილებაა, რომელშიც რეალური პერსპექტივა იკვეთება.
"გვაქვს საერთაშორისო მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. იმ საქმეში, რომელშიც რეალური პერსპექტივაა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც ისტორიული პასუხისმგებლობა მოჰყვება", - განაცხადა ზელენსკიმ.
შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press