არსებობს 123 ქვეყანა, მსოფლიოს ქვეყნების ორი მესამედი, სადაც პუტინი უსაფრთხოდ არ იქნება, - ამის შესახებ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტმა პიოტრ ჰოფმანსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდებით, ყველა მონაწილე სახელმწიფოს აქვს იურიდიული ვალდებულება ითანამშრომლოს სასამართლოსთან, აქედან გამომდინარე ისინი ვალდებულები არიან მიიღონ ვლადიმერ პუტინის დაკავების გადაწყვეტილება.
„ყველა მონაწილე სახელმწიფოს აქვს იურიდიული ვალდებულება სრულად ითანამშრომლოს სასამართლოსთან, რაც ნიშნავს, რომ ისინი ვალდებულნი არიან მიიღონ დაკავების გადაწყვეტილება", - განაცხადა პიოტრ ჰოფმანსკიმ.
შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press