აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერს გამოეხმაურა.
ბაიდენი აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გამართლებულია, ვინაიდან ის საერთაშორისოდ აღიარებული დამნაშავეა უკრაინაში ჩადენილი დანაშაულებების გამო.
„ჩემი აზრით, ეს ორდერი გამართულებულია. აღსანიშნავია, რომ ის არაა საერთაშორისოდ აღიარებული, მათ შორის ჩვენ მიერ. ეს ძალიან ძლიერი სიგნალია. პუტინმა ნამდვილად ჩაიდინა ომის დანაშაულები“, - განაცხადა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press