ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერს გამოეხმაურა.
იუკნევიჩიანეს თქმით, პირველი ნაბიჯები გადადგმულია, შემდეგი ნაბიჯი კი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნა უნდა იყოს.
"პირველი ნაბიჯი გადადგმულია. ომის დამნაშავეების დაუსჯელობა არ შეიძლება. შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნა", - წერს იუკნევიჩიენე.
შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press