Foto

მაია სანდუ - მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ მოლდოვას ახლა ომის საფრთხე არ ემუქრება

მოლდოვა ომის საფრთხის წინაშე არ დგას, სანამ უკრაინა იბრძვის, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეებში აღელვების საფრთხე არ არსებობს იქამდე, სანამ უკრაინა რუსეთის წარმოებულ ომს უძლებს თავისი სიმამაცითა და თავისუფლების სიყვარულით.

"მოლდოვა ომის საფრთხის წინაშე არ დგას, სანამ უკრაინა იბრძვის. მინდა დავამშვიდო ჩვენი მოქალაქეები, რომ მოლდოვას ახლა ომის საფრთხე არ ემუქრება. რუსული არმია ვერ მოხვდება აქ, სანამ უკრაინა უძლებს და ამგვარად იცავს მოლდოვას. ჩვენ მადლობელი ვართ უკრაინელების სიმამაცისთვის და თავისუფლების სიყვარულისთვის", - განაცხადა სანდუმ.