მხოლოდ დასაწყისია, ტრიბუნალი, განაჩენი და სასჯელი ახლოვდება, - ასე გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ჰააგის სასამართლოს მიერ, პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერების გაცემის საკითხს.
მისივე თქმით, უკრაინა დიდიხანია აფიქსირებს რუსეთის სახმედრო დანაშაულებს, აქედან გამომდინარე ყველა ადამიანი, რომელსაც ბრალი მიუძღვის დანაშაულებზე უნდა იქნას პასუხისმგებელი.
"ყველა დამნაშავე უნდა იყოს პასუხისმგებელი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვების დეპორტაციაში მონაწილეობს უმაღლესი თანამდებობის პირი. ჩვენ დიდი ხანია ვაფიქსირებთ რუსეთის სამხედრო დანაშაულებს. მახინჯი დუეტის დაკავების ორდერი მხოლოდ დასაწყისია. ტრიბუნალი, განაჩენი და სასჯელი ახლოვდება", - წერს რეზნიკოვი.
შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press