რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დროებით ოკუპირებულ ყირიმში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პუტინმა სევასტოპოლში ხელოვნების სკოლა და საბავშვო ცენტრი მოინახულა.
კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, პუტინმა მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული ობიექტის გახსნაში უნდა მიიღოს მონაწილეობა.
შეგახსენებთ, რუსეთმა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსია 2014 წლის 18 მარტს განახორციელა.
მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ ყირიმის მაცხოვრებლებმა გადაწყვეტილება მიიღეს დემოკრატიულად, საერთაშორისო სამართლისა და გაეროს წესდების სრული დაცვით.
პუტინის თქმით, ყირიმის საკითხი საბოლოოდ დახურულია, მიუხედავად ამისა საერთაშორისო თანამეგობრობა ყირიმის ანექსიას არ აღიარებს.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press