უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ 400-ზე მეტ ადამიანსა და კომპანიას სანქციები დაუწესა. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დასანქცირებულთა უმრავლესობა რუსია, თუმცა სიაში ასევე მოხვდნენ ირანელი და სირიელი პირები, რომლებიც აგრესიას უჭერენ მხარეს და რუსეთს დახმარებას უწევენ.
როგორც ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, სანქციები რუსეთზე გლობალური ზეწოლის ნაწილია.
„ეროვნული უშიშროების საბჭოს ახალი სანქციებია. 400-ზე მეტი ადამიანი და კომპანიაა. მათი უმრავლესობა რუსია. ეს არის ტერორისტული სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები, ასევე ესენი არიან ირანელი და სირიელი პირები, რომლებიც ეხმარებიან ტერორს... ისინი მოქმედებენ ჩვენი ხალხისა და საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ და საბოლოოდ, ყველაფერზე პასუხს აგებენ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press