Foto

ბროუდერი მოუწოდებს EU-ს, სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესოს

„მაგნიტსკის აქტის“ ავტორი ბილ ბროუდერი მოუწოდებს ევროკავშირს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესოს. ამის შესახებ POLITICO წერს.

როგორც ბროუდერი POLITICO-ს ევროკავშირის კონფიდენციალური პოდკასტის ინტერვიუში აცხადებს, დროა, EU-მ გააფართოოს ადამიანის უფლებების შესახებ სანქციები, რათა ისინი საქართველოში მცხოვრებლებსაც შეეხოს.

„ამ შემთხვევაში, საჭიროა, უფრო სწრაფი მოქმედება, რადგან თუ არაფერი გაკეთდება, ის მოკვდება... მაგნიტსკის სანქციები არ არის რუსული სანქციები. ეს გლობალურია... გლობალურად ვრცელდება. და თუ დადგინდება, რომ ვიღაც ადამიანის უფლებების დამრღვევია, რაც ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში აშკარაა - მაშინ, სანქციები უნდა გავრცელდეს“,- ამბობს ბროუდერი.