გერმანიის იუსტიციის მინისტრის, მარკო ბუშმანის თქმით, თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გერმანიის მიწაზე ფეხს დადგამს, მის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ გაიცემა დაკავების ორდერი.
"იმ შემთხვევაში, თუ პუტინი გერმანიის ტერიტორიას გადაკვეთს, ქვეყანა ვალდებული იქნება, დაუყოვნებლივ გადასცეს პრეზიდენტი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს,- აღნიშნა ბუშმანმა.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თქვა, რომ რუსეთის დიქტატორის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი აჩვენებს, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას.
"საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო არის სწორი ინსტიტუტი ომის დანაშაულების გამოსაძიებლად. ფაქტია, რომ არავინ დგას კანონზე მაღლა და ეს უკვე აშკარა ხდება", - თქვა მან.
ცნობისთვის, უკრაინელი ბავშვების "არაკანონიერი დეპორტაციის" გამო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამასთან, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press