აგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს. უწყებასთან სამოქალაქო აქტივისტები და ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ წევრები არიან შეკრებილები. აქციის მონაწილეები ირაკლი დარჩიაშვილს მოუწოდებენ, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეუშვან პოლონელი ექიმები, რადგან პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად კრიტიკულია.
‘’ნაციონალური მოძრაობის’’ პოლიტსაბჭოს წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ჯანდაცვის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები არა ევროპარლამენტარების, არამედ პუტინის მოწოდებებს ასრულებენ.
"იუსტიციის, ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები, ასრულებენ არა იმ მოწოდებებს, რომლებიც ისმის ევროპარლამენტარების მხრიდან, არამედ რაც არის დაანონსებული ლავროვის, ზახაროვას, პუტინის მიერ და რასაც ადგილობრივ დონეზე ემსახურებიან რუსი პროპაგანდისტები. მათ შორის - ღარიბაშვილი, კობახიძე და სხვა რუსი პროპაგანდისტები. მოვუწოდებ ყველას, ვინც ხართ პასუხისმგებლები, ყველა თქვენგანის სანქცირების საკითხი აუცილებლად დადგება თუ არ შეასრულებთ ამ მოთხოვნებს’’ - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, "ტვ პირველთან" საუბრისას.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press